ავტორი:

რატომ გვირჩევენ სპეციალისტები ზაფხულში საბურავების შეცვლას?

რატომ გვირჩევენ სპეციალისტები ზაფხულში საბურავების შეცვლას?

ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებისთვის საბურავი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. ხშირად გვსმენია, რომ ზამთარსა და ზაფხულში სეზონური საბურავების გამოყენებაა აუცილებელი. რატომ გვირჩევენ სპეციალისტები ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას? - ამ კითხვას „თეგეტა მოტორსის“ საბურავების ბრენდმენეჯერი ლევან ბუტიკაშვილი უპასუხებს.

რატომ არის აუცილებელი საბურავების სეზონური ცვლილება?

„საბურავების სეზონურობას მისი ქიმიური შემადგენლობა და პროტექტორის კონფიგურაცია განსაზღვრავს. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა, ხოლო ზამთრის საბურავში პირიქით, შემადგენლობა დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი.

ზაფხულის საბურავი სიცივეში ხისტი ხდება და კარგავს მოჭიდების უნარს, ხოლო ზამთრის საბურავი პირიქით, ცხელი გზის საფარზე, მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას, ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტურია“.

როგორ უნდა გავარჩიოთ ზამთრისა და ზაფხულის საბურავები?

„იმისათვის, რომ ადვილად გაარჩიოთ ზაფხულისა და ზამთრის საბურავები, უნდა იცოდეთ, რომ ზამთრის საბურავს აქვს ერთმანეთისგან გამოყოფილი პროტექტორის ბლოკები, რომლებზეც დატანილია ზიგზაგური ჭრილები, ე.წ. ლამელები. ლამელები განკუთვნილია თოვლიან და ყინულიანი ზედაპირზე მოჭიდებისთვის. გარდა ამისა, ზამთრის საბურავის ქიმიური შემცველობა დაბალ ტემპერატურაზე მის ელასტიკურობას უზრუნველყოფს, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს საფართან მის მოჭიდებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ, გარდა ზაფხულისა, საბურავს აქვს სეზონის აღმნიშვნელი სიმბოლო, რაც მიუთითებს, როგორ ამინდში და რა ტემპერატურაზეა შესაძლებელი მისი გამოყენება. ყველა სეზონის საბურავი აღინიშნება ALL SEASON წარწერით, ზამთრის საბურავზე კი გამოსახულია სამწვერიან მთაში ჩახატული ფიფქი (3PMSF)“.

რამდენი ხანი აქვს საბურავს ექსპლუატაციის ვადა?

„მწარმოებლები გვაძლევენ რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ საბურავი გამოვიყენოთ დამზადებიდან 5 წლის განმავლობაში, რადგან ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მასში სხვადასხვა ქიმიური მოვლენა იწყება, რის შემდეგაც ის კარგავს ეფექტურად და უსაფრთხოდ გადაადგილების უნარს. საბურავის გვერდით კედელზე ამოვიკითხავთ ოთხნიშნა რიცხვს, სადაც პირველი ორი ციფრი საბურავის გამოშვების კვირას აღნიშნავს, ხოლო ბოლო ორი ციფრი - წელს. მაგ., 1622 - ნიშნავს, რომ საბურავი გამოშვებულია 2022 წლის მე-16 კვირას.“

რამდენად უსაფრთხოა ზაფხულში მეორადი საბურავის გამოყენება?

„ეს ყველაფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში გააჩნია, რა მდგომარეობაშია საბურავი, რადგან ყველა მათგანს აქვს ექსპლუატაციის ვადა და შენახვის პირობები. ამასთანავე, ექსპლუატაციის პერიოდში მისი პროტექტორი ცვდება და საბურავი გამოშრობას იწყებს.

საბურავების შეძენისას, ხარისხთან ერთად, მთავარია მათი ასაკიც, რადგან მეორადი საბურავით გადაადგილება საკმაოდ დიდ საფრთხეს ქმნის ზამთარშიც და ზაფხულშიც. უნდა ვიცოდეთ, რომ საბურავი არა მარტო ცვდება, არამედ ძველდება კიდეც - დროის გასვლასთან ერთად, მისი შემცველი ნივთიერებების ეფექტურობის კოეფიციენტი დაბლა იწევს“.

ზაფხული მოგზაურობის სეზონია, უსაფრთხო მგზავრობისთვის კი უმჯობესია, თუ საბურავებს ცხელი დღეების დადგომამდე შეცვლით. „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ მაღაზიებსა და ფილიალებში, სხვადასხვა ბრენდის ზაფხულის საბურავების შერჩევაში კონსულტანტებიც დაგეხმარებიან.

NS