ჩვენი ბრძოლის 100 დღე. ერთიანობისა და დაუმორჩილებელი სულის 100 დღე. ამ დროის განმავლობაში, მტერმა ვერ მიაღწია ვერც სტრატეგიულ მიზანს და ცდილობს, თავისი უძლურება სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ხალხზე გადმოანთხიოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი "ფეისბუქზე“ წერს.
მისივე შეფასებით, ამ 100 დღის განმავლობაში უკრაინამ გააკეთა ის, რაც შეუძლებელი ჩანდა, რისი დაჯერებაც ბევრს არ სურდა.
"ჩვენ შევაჩერეთ "მსოფლიოს მეორე არმია“, გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი და ვაგრძელებთ ოკუპანტებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას. მადლობელი ვარ ყველასი, ვისი წყალობითაც უკრაინა 100 დღეა უძლებს და აგრძელებს იმის დაცვას, რაც მას ეკუთვნის. ჩვენ გავიმარჯვებთ!“- წერს ზელენსკი.
ასევე იხილეთ: