ავტორი:

რას აცხადებენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტში ინფორმაციაზე, რომ "ალან გაგლოევი ამერიკის და საქართველოს ინტერესებს ლობირებს“

რას აცხადებენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტში ინფორმაციაზე, რომ "ალან გაგლოევი ამერიკის და საქართველოს ინტერესებს ლობირებს“

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი რუს პოლიტოლოგს სერგეი კარნაუხოვს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ ახლად არჩეული "პრეზიდენტი“ ალან გაგლოევი სამხრეთ კავკასიაში "საქართველოსა და ამერიკის ინტერესებს ლობირებს“.

"ამ კონტექსტში კომიტეტი აღნიშნავს, რომ მსგავსი გამონათქვამი არა მხოლოდ არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობის შესახებ შეთანხმებას, ასევე ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საერთო კონტურების ფორმირებას“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

КГБ -ში განაცხადეს, რომ "არ ფლობენ რაიმე სახის ინფორმაციას ალან გაგლოევის კავშირებზე საქართველოს და უცხოეთის სპეცსამსახურებთან“.

"კანონის შესაბამისად ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას, რომელიც გამორიცხავს უმაღლეს თანამდებობაზე ისეთი ადამიანის მოხვედრას, რომლის ბიოგრაფიაშიც შესაძლოა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ნიშნები“, - განაცხადეს ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

მათივე ცნობით, გაგლოევი КГБ-ს ოფიცერია, რომელიც 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, რა დროსაც "მისმა ოჯახმა მძიმე დანაკარგი განიცადა“.