ავტორი:

რა ხდებოდა სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს (ფოტოები)

რა ხდებოდა სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს (ფოტოები)

სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდი სასულიერო პირებმა აღასრულეს. ტაძარში ასევე ჩატარდება წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ერეკლე მეორის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია.

"დროდადრო, ყველაზე უფრო სენსიტიურ თემებზე გაკეთებული მოუფრთხილებელი განცხადებები იწვევს საზოგადოებაში დაპირისპირებას, ადამიანების წყენას. საჭიროა ერთსულოვნება იყოს და ლოცვით გადავლახოთ უკმაყოფილება. იცით, რომ ერეკლე მეორის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია ბევრ ადამიანში",-აღნიშნავს ჯაღმაიძე.

ნახეთ ფოტოები:

გიორგი ჟამერაშვილი/ "ინტერპრესნიუსი"