ავტორი:

"პუტინის "შეცდომის" მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული" - ემანუელ მაკრონი

"პუტინის "შეცდომის" მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული" - ემანუელ მაკრონი

პუტინის "შეცდომის" მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა, დაუშვა "ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა" უკრაინაში შეჭრით და ახლა "იზოლირებულია”, თუმცა ამავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, რათა დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ბრძოლა შეჩერდება.

"ვფიქრობ, მან საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია, რომლისგანაც თავის დაღწევა ნამდვილად რთულია. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთი შეძლებს მედიატორის როლის შესრულებას“, - განაცხადა მაკრონმა.