ავტორი:

"მას შემდეგ სულ ვფიქრობ, ნეტავი სად არის ახლა ის კაცი, რომ ვუთხრა: "რას ერჩით ამ საწყალ უკრაინელებს, ეს რა ქენით?!" - რას ამბობდა თემურ ჩხეიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში

"მას შემდეგ სულ ვფიქრობ, ნეტავი სად არის ახლა ის კაცი, რომ ვუთხრა: "რას ერჩით ამ საწყალ უკრაინელებს, ეს რა ქენით?!" - რას ამბობდა თემურ ჩხეიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში

რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ბოლოს მიმდინარე წლის მაისში "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა სხვადასხვა თემაზე. მათ შორის ომზე, უკრაინაზე

თემურ ჩხეიძემ 20 წელზე მეტი გაატარა სანქტ-პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრში. სიცოცხლის ბოლო წლებში სამშობლოში იყო. ბოლოს თავისი სახელოსნოს სტუდენტებთან ერთად სადიპლომო სპექტაკლზე მუშაობდა.

  • "მე გაცილებით მეტად მაღელვებს და გაცილებით მეტად მაინტერესებს ის სიჩუმე, რომელიც სპექტაკლის დამთავრების შემდეგ იქნება და არა ტაში - ანუ როდესაც მაყურებელი შენთან ერთად იწყებს აზროვნებას", - ამბობდა რეჟისორი.

რუსეთი და რუსი ხალხი

- პეტერბურგში ერთი სპექტაკლის დასადგმელად წავედი, ისიც იმიტომ, რომ კირილ ლავროვმა დამირეკა და ტოვსტონოგოვის სახელით მთხოვა შილერის "ვერაგობა და სიყვარულის" დადგმა. მაშინ ავადმყოფობამ შემიშალა ხელი და ვერ წავედი. სწორედ იმ პერიოდში გარდაიცვალა გენიალური რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი, რომელიც 28 წელი მართავდა თეატრს. ცოტა ხანში კირილმა ისევ დამირეკა და მეც წავედი. მაშინ თეატრს კირილ ლავროვი ხელმძღვანელობდა, ნამდვილი რუსი არისტროკრატი, რომელიც უკვე აღარაა, გადაშენდა ეს ჯიში... ან გადააშენეს. პირველად რომ ვიმუშავე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება მათ გვერდით ვიყავი. ნახევარი წელი იქ ვიყავი, ნახევარი - საქართველოში. კირილ ლავროვის გარდაცვალების შემდეგ კი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავინიშნე და 6 წელი გავატარე პეტერბურგში. 2013 წელს საქართველოში დავბრუნდი, იქ, სადაც მინდა ვიყო...

უხეშად რომ ვთქვათ, ხომ არიან ერთ მხარეს ილია ჭავჭავაძე და მისი მიმდევრები, მეორე მხარეს - ის, ვინც მოკლა ილია და მოიშორა მისი მიმდევრები. ასეა აქაც. ხომ არის რუსეთში მცხოვრები ხალხი, რომელიც ხელს აწერს ომის საწინააღმდეგო პეტიციებს, თუმცა იცის, რომ ამის გამო კარგი დღე არ ელის. ვგულისხმობ იმ პოპულარულ ხალხს, ვისაც ვიცნობთ, და რამდენი იქნება ისეთი, ვისაც არ ვიცნობთ. მათ ეშინიათ და აკეთებენ. როცა გეშინია და აკეთებ, ეგ არის ვაჟკაცობა. უშიშარი ადამიანი პატივსაცემია, მაგრამ გაცილებით მეტად პატივსაცემია მშიშარა, რომელიც მაინც აკეთებს, იმიტომ, რომ ზნეობა არ აძლევს სხვანაირად მოქცევის უფლებას.

უკრაინა

ომთან დაკავშირებით ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი. როგორ შეიძლება ამ უბედურებაზე რაიმე გასამართლებელი ვთქვა. ბოლოს და ბოლოს, ხომ არის რაღაც კოდექსი, ასე ვთქვათ, ადამიანებთან ურთიერთობის? ხომ არის რაღაც, რაც არ შეიძლება! შეიძლება ეს არსად წერია, მაგრამ არ შეიძლება, არა! იძახეთ, ამ 21 საუკუნეშიც ეს რა ხდებაო! ადამიანი არ იცვლება, ეტყობა, ყოველთვის ისეთია, როგორიც მუდამ იყო. მხოლოდ ტექნიკა შემოდის სხვა, ეგ არის და ეგ. კაცობრიობა ვითარდება, მაგრამ არა ზნეობრივად. შეიძლება ინდივიდუალურად, კანტიკუნტად. სიკვდილით დასჯა აღარ არის, მაგრამ აგერ ომია იმისთანა... რას ჰგავს ქვეყანა, განახევრდა მოსახლეობა... ომი საშინელებაა, ამაზე არც ღირს მსჯელობა, მაგრამ რამ გამოიწვია, ვერაფრით ჩავწვდი. რაღაც აქეთა მხარესაც დარღვეული აქვს, უკრაინას თუ ამერიკას, არ ვიცი. რამდენიმე წლის წინ ხომ მოაწერეს ხელი, რომ არ წამოვიდოდა ნატო აქეთ, მაგრამ წამოვიდა. თუმცა ეს არ ამართლებს ამხელა კაცის კვლას. იმას ვამბობ, რომ არ შეიძლება ასე ერთნიშნად იყოს, რომ ერთ დილას გაიღვიძა პუტინმა და თქვა, მოდი, დავხოცოთ უკრაინელებიო. ზოგი იტყვის, აა, რუსეთს იცავო. რუსეთს კი არ ვიცავ, ჩემი პროფესიაა ყველაფრის გაანალიზება. ეს არის ჩემი მთელი რეჟისურა, გამოვიკვლიო, რა მოხდა და რატომ, როგორ? ყაზბეგის ხევისბერი გავიხსენოთ, კაცმა შვილი მოკლა. არ უნდა გავიგოთ, რატომ? რამ მიიყვანა იქამდე? თუ არაფერმა, მაშინ პათოლოგიაა. აგერ ნახევარი ევროპა ცეცხლშია გახვეული და ხომ უნდა დავფიქრდეთ, რა ხდება, რატომ?

ყველაზე მეტად რაც საშიში იყო, ის მოხდა! მეორე მხრივ, ვერ დავივიწყებ იმ ადამიანურ ერთგულებას, რაც იმ ხალხმა ჩემ მიმართ გამოიჩინა წლების განმავლობაში და ამხელა რამე რომ შემემჩნია, როგორ ფიქრობთ, იქ გამჩერებელი ვიყავი? გააგრძლეთ კითხვა