ავტორი:

m²-ის ინიციატივით, კულინარიული მასტერკლასი და საბავშვო ღონისძიება გაიმართა

m²-ის ინიციატივით, კულინარიული მასტერკლასი და საბავშვო ღონისძიება გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, m²-ის ინიციატივით, კულინარიული მასტერკლასი და საბავშვო ღონისძიება ჩატარდა.

„სამზარეულოს ომების“ გამარჯვებულებმა m²-ის მაცხოვრებლებს ბურგერების მომზადების კულინარიული მასტერკლასი ჩაუტარეს, ბავშვების განწყობაზე კი ანიმატორები და ილუზიონისტები ზრუნავდნენ. სპეციალურად პატარებისთვის მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცე და აქტივობა, მათ შორის: მუსიკალური შეჯიბრი, ქიმიური შოუ, სახატავი კუთხე, ფოტოსესია და სხვა.

საბავშვო ღონისძიება m² იპოდრომის ეზოში გაიმართა და მასზე დასწრება თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე m²-ის მაცხოვრებლებს შეეძლოთ.

m² კულინარიული პროექტის, „სამზარეულოს ომების“ გასული სეზონის მთავარი პარტნიორია. კომპანიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ წყვილს საჩუქრად გადაეცა ბინა m² ჭყონდიდელზე, იმისათვის რომ მათ უკეთესად იცხოვრონ იქ, სადაც თითოეული კუთხე თავისუფალი, კომფორტული და მრავალფეროვანი ცხოვრებისთვისაა მოწყობილი.

R