ავტორი:

თემურ ჩხეიძეს 9 ივნისს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

თემურ ჩხეიძეს 9 ივნისს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

რეჟისორ თემურ ჩხეიძეს 9 ივნისს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდი 9 ივნისს, 12:00-15:00 საათამდე, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.

ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა.

რეჟისორს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.