ავტორი:

"რუსეთისთვის 2020-იანი წლები ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცების პერიოდი გახდება" - პუტინი

"რუსეთისთვის 2020-იანი წლები ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცების პერიოდი გახდება" - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთისთვის 2020-იანი წლები ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცების პერიოდი იქნება.

"რუსეთისთვის 2020-იანი წლები გახდება ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცების პერიოდი, რაც ითვალისწინებს საკუთარი ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური ბაზის დაჩქარებულ განვითარებას, სპეციალისტების მომზადების დონის ხარისხობრივ ზრდას, ასევე დამოუკიდებელი და ეფექტური ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას. ამასთან, რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო მეტად დაეყრდნობა კერძო ინიციატივას და, რა თქმა უნდა, შეინარჩუნებს კურსს ღიაობისა და ფართო საერთაშორისო თანამშრომლობისკენ”, - განაცხადა პუტინმა სანკტ-პეტერბურგის XXV საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.

მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნების მიერ ეკონომიკურ პოლიტიკაში მრავალი წლის განმავლობაში „დაშვებულმა შეცდომებმა“ ინფლაციის ტალღა, მიწოდების ჯაჭვების მოშლა, სურსათის დეფიციტი და სიღარიბის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.