ავტორი:

"ჰარიზე უფრო მეამბოხე და დაუმორჩილებელი იქნება, სამეფო ოჯახს გამოცდა ელის" - მოუსვენარი პატარა პრინცი და გაბრაზებული ქეითი: რა მოხდა დედოფლის საიუბილეო ღონისძიებაზე (ფოტოები)

"ჰარიზე უფრო მეამბოხე და დაუმორჩილებელი იქნება, სამეფო ოჯახს გამოცდა ელის" - მოუსვენარი პატარა პრინცი და გაბრაზებული ქეითი: რა მოხდა დედოფლის საიუბილეო ღონისძიებაზე (ფოტოები)

ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის პლატინის საიუბილეო ღონისძიების ყურებისას, დედოფლის შვილთაშვილი, პრინცი ლუი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.

ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა, ჩანს, რომ 4 წლის პრინცი დედას, ქეით მიდლტონს ენას უყოფს, ცელქობს და მოუსვენრობს. მართალია, სამეფო ოჯახის წევრებისთვის მსგავსი ქცევა უჩვეულოა, თუმცა ამ ფაქტმა ხალხს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ისიც ჩვეულებრივი ცელქი ბავშვია, მიუხედავად თავისი დიდგვაროვნული წარმომავლობისა.

პატარა პრინცმა ხალხის გული საზეიმო ღონისძიებების დაწყების პირველივე დღესვე მოიგო, მისი ექსპრესიული მიმიკებისა და გამომეტყველების გამო.

საიუბილეო კონკურსის დროს, რომელსაც სამეფო ოჯახი ესწრებოდა, ქეითმა მოუსვენარი ლუის დამშვიდება სცადა. ამ დროს, ლუიმ დედას პირზე ხელი ააფარა, რამაც ბევრი გაახალისა.

როცა ჰერცოგინია მის შეჩერებას შეეცადა, ბიჭუნამ კიდევ უფრო დიდი პროტესტი გამოხატა: მან დედას ენა გამოუყო, ცხვირზე ხელი მიიდო და თითები აათამაშა. საბოლოოდ, ლუი სკამზეც კი დადგა და ბალიშის სროლას აპირებდა, რა დროსაც მიდლტონმა ბავშვი გაიყვანა.

ლუი მშვენივრად გაერთო. ის მხიარულად ესაუბრებოდა პრინცესა ანას შვილიშვილებს, დედიკოს აკოცა და ბაბუა ჩარლზსაც ჩაუჯდა კალთაში.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/3Csk7vxodRY" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

სოციალურ ქსელებში პატარა პრინცის ქცევები განხილვის საგნად იქცა. ბევრმა პარალელი მეამბოხე პრინც ჰარისთან გაავლო. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მომავალში ლუისგან სამეფო ოჯახი სიურპრიზებისთვის მზად უნდა იყოს.

"ის ჰარიზე უფრო მეამბოხე და დაუმორჩილებელი იქნება, სამეფო ოჯახს გამოცდა ელის", - წერენ სოციალურ ქსელში.

წყარო:independent

მოამზადა: ანა სიბოშვილმა