ავტორი:

"ვაკვირდები ჩემი შვილის ჯანმრთელობას და ვხედავ, რომ სიჩქარე აუცილებელია - ექიმები ცდილობენ, როგორმე გააძლებინონ" - გიული ალასანია

"ვაკვირდები ჩემი შვილის ჯანმრთელობას და ვხედავ, რომ სიჩქარე აუცილებელია - ექიმები ცდილობენ, როგორმე გააძლებინონ" - გიული ალასანია

"მე მაინტერესებს, რომ ეს [პირველადი დასკვნის მომზადება] რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, იმიტომ რომ ყოველ დღე, რომ ვაკვირდები ჩემი შვილის ჯანმრთელობას, ვხედავ, რომ სიჩქარე აუცილებელია", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ცენტრ "ემპათიაში" გამართული შეხვედრიდან გამოსვლის განაცხადა, სადაც ამ წუთებში "ემპათიას" ექსპერტები და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შეხვედრა მიმდინარეობს ხვდებიან.

მისივე თქმით, თავად ექსპერტებიც აცნობიერებენ, იმას რომ სიჩქარე აუცილებელია, თუმცა ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოა ჩასატარებელი.

"უკვე ძალიან ბევრი რამე გაკეთებულია, მაგრამ საბოლოო დასკვნა რომ დაიდოს იქ არის კიდევ რაღაც პუნქტები, რომელიც კარგად უნდა დამუშავდეს", - აღნიშნა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის დედის თქმით, ექიმებსა და ადვოკატებს შორის მსგავსი ტიპის შეხვედრა სავარაუდოდ, პირველად იმართება.

"არ დასრულებულა შეხვედრა, მაგრამ მე რამდენადაც მივხვდი, ექიმების და ადვოკატების ასეთი შეხვედრა პირველად შედგა და რაღაც საკითხები ჩაიარეს ერთად. რაღაცა ნაწილს მე დავესწარი, ბოლომდე ვერ ვრჩები.

მაინცდამაინც ახალი არაფერი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე ამ ყველაფერს სულ ვადევნებ თვალს და ვიცი, დაახლოებით რა ხდება.

მძიმე მდგომარეობაა, იმიტომ რომ, ადამიანი ვერ იღებს საკვებს, ეს დიდი ხანია უკვე გრძელდება და დიაგნოზები აქვს მძიმე, ესეც ცნობილია, ამას არავინ უარყოფა და რაღაც შედეგზე გავალთ ალბათ, დიდი იმედი მაქვს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილს სიმპტომატური მკურნალობა უტარდება და ექიმები ცდილობენ, რომ მას "გააძლებინონ".

"სიმპტომატური მკურნალობა უტარდება. ეს ფაქტობრივად მკურნალობა არ არის. უბრალოდ, ეს ექიმები ცდილობენ, რომ როგორმე გააძლებინონ, რაღაც წერტილამდე მიიყვანონ.

[შეხვედრაზე] საზღვარგარეთ გადაყვანა არავის უხსენებია. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ადამიანს უნდა შეუწყდეს პატიმრობა იმისთვის, რომ შესაძლებლობა მიეცეს, რომ იმკურნალოს. აი, ამაზეა უფრო ლაპარაკი და სად მოხდება მისი მკურნალობა, ეს უკვე ალბათ მისი გადასაწყვეტია", - აღნიშნა სააკაშვილის დედამ.