ავტორი:

საქართველოში "მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე

საქართველოში "მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე

საქართველოში, "მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევის გარდა, დაკვირვება მიმდინარეობდა "მაიმუნის ყვავილის“ კიდევ ერთ სავარაუდო შემთხვევაზე, რა დროსაც, ინფექცია არ დადასტურდა.