ავტორი:

"რეანიმაცია აღარ სჭირდება" - როგორია მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"რეანიმაცია აღარ სჭირდება" - როგორია მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მერაბ სეფაშვილს ფილტვების ანთება და სეფსისი დაუდგინდა. ინფორმაცია მომღერლის მეგობარმა და პროდიუსერმა გია გოგორიშვილმა მედიასთან საუბრისას დაადასტურა. სეფაშვილი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წევს და მკურნალობას გადის. ბოლო ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მომღერლის მეგობრებმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადეს, დღეს სიცხე აღარ აქვს და მკურნალობის კურსი გრძელდება...

გია გოგორიშვილი (პროდიუსერი):

- უკეთესობისკენ არის, მკურნალობამ იმოქმედა, სიცხემ დაუწია, სატურაცია ნორმაშია და რაც მთავარია, პალატაშია და რეანიმაცია აღარ სჭირდება.

ეს კოვიდი არ არის, მაგრამ საეჭვოდ დიდხანს ჰქონდა ფილტვების ანთება, თან ისე, რომ სიმპტომები არ ჰქონია, შემდეგ უცებ სიცხემ აუწია და ასე გავიგეთ, ამან გამოიწვია სეფსისი. ჯერჯერობით კლინიკაში რჩება. ვიმეორებ, რაც მთავარია, რეანიმაციაში არ არის.

თაკო დოლაბერიძე (ივენთ-მენეჯერი):

- ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობა გრძელდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპარატზე იყო თითქოს, რაც ტყუილია. ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ, ჩემი ინფორმაციით, ორივე ფილტვის ანთება აქვს და ამიტომ დააწვინეს საავადმყოფოში. გონებაზეა და კონტაქტურია.

კლინიკაში მერაბს ტელეფონი არ აქვს, გული და ფილტვები რომ არ დაეღალოს, არ არის რეკომენდირებული, ამიტომ მასთან არ მისაუბრია. ისე ნორმალურად არის, ყოველდღიური კავშირი მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც აქვთ ინფორმაცია, ვფიქრობ, მალე გამოჯანმრთელდება...