ავტორი:

ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლი და რუსი ოლიგარქი - ყოფილ მეუღლეებს შორის სკანდალური დავა და ვარსკვლავების ქონება, რომელიც რუსი ბიზნესმენის ხელში აღმოჩნდა

ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლი და რუსი ოლიგარქი - ყოფილ მეუღლეებს შორის სკანდალური დავა და ვარსკვლავების ქონება, რომელიც რუსი ბიზნესმენის ხელში აღმოჩნდა

მსახიობი ბრედ პიტი ირწმუნება, რომ ანჯელინა ჯოლიმ სპეციალურად გაყიდა მათი საერთო ვენახების კუთვნილი წილი, რათა ექსმეუღლე დაეზარალებინა. საფრანგეთის "მირავალის" ვენახზე ანჯელინა და ბრედი უკვე დიდი ხანია დავობენ.

იურიდიული დოკუმენტების მიხედვით, რომელსაც ბრედ პიტის ადვოკატი ავრცელებს, პიტი ყოფილ ცოლს ვენახის წილის რუს ოლიგარქზე, იური შეფლერზე, მისგან ფარულად გაყიდვაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, პიტი მიიჩნევს, რომ, თავად შეფლერს "მზაკვრული ჩანაფიქრი" ჰქონდა. ბრედის ადვოკატი ამბობს, რომ შეფლერს სურდა, მსახიობის მრავალმილიონიანი ბიზნესი ხელში ჩაეგდო და ეკონტროლებინა. უნდოდა, "მირავალის" გაკოტრება და ამის ხარჯზე თავისი ალკოჰოლური სასმელის ბიზნესის წარმატება.

შეფლერს და პიტს ბიზნესის მართვა ახლა ერთად უწევთ, რაც ბრედისთვის დისკომფორტია, რადგანაც რუსი ოლიგარქი ცდილობს, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს და მართვის სადავეები მის ხელში იყოს.

შეფლერი რუსული არყის, Stolichnaya-ს მწარმოებელი და მფლობელია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბრენდს სახელი გადაარქვეს და მას ახლა Stoli ჰქვია. შეფლერის კომპანია რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო სხვადასხვა სანქციებისა და ბოიკოტის სამიზნე გახდა.

"Stolichnaya მსოფლიოს მასშტაბით გახდა მრავალი ბოიკოტის ობიექტი,"- წერია დოკუმენტში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ "ანჯელინა მიზანმიმართულად არღვევდა პიტის უფლებებს, რომლებიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული."

"ანჯელინამ ის მოგება მიითვისა, რაც არ დაუმსახურებია. მან ისიც იცოდა, რომ შეფლერი და მასთან დაკავშირებული ადამიანები, თავიდან ბოლომდე პიტის აწყობილი ბიზნესის კონტროლს შეეცდებოდნენ", - აღნიშნულია დოკუმენტში.

იური შეფლერი

"მირავალის" ვენახთან დაკავშირებით, ანჯელინა ჯოლის წინააღმდეგ ბრედმა სასამართლოს რამდენიმე თვის წინ მიმართა. პიტი აცხადებს, რომ ენჯიმ თავისი წილი ისე გაყიდა, რომ ბრედს არ გააგებინა, თუმცა ყოფილ მეუღლეებს ხელშეკრულებით ჰქონდათ ვალდებულება, რომ თუკი რომელიმე გაყიდვას გადაწყვეტდა, ერთმანეთისთვის შეეტყობინებინათ.

თავდაპირველად, განრისხებული მსახიობი გარიგების გაუქმებას მოითხოვდა.

ბრედ პიტის ადვოკატის აზრით, ვენახის წილის გაყიდვით ანჯელინას ერთადერთი რამ სურდა - ბრედისთვის ზიანის მიყენება.

აღსანიშნავია, რომ ამ ადგილს ბრედისა და ანჯელინასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. წყვილის საქორწინო ცერემონია სწორედ "მირავალის" ულამაზეს გარემოში გაიმართა.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა