ავტორი:

"მაკედონიაში ჩავდივართ, რომ რევანში ავიღოთ" - საქართველოს ნაკრები ახალი გამარჯვებისთვის ემზადება: ფეხბურთელების კომენტარები

"მაკედონიაში ჩავდივართ, რომ რევანში ავიღოთ" - საქართველოს ნაკრები ახალი გამარჯვებისთვის ემზადება: ფეხბურთელების კომენტარები

ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 5:2 გაანადგურა და მორიგი გამარჯვება იზეიმა.

  • ბულგარეთი - საქართველო 2:5

გოლები: 0:1 დავითაშვილი (4), 0:2 ხრისტოვი (31 საკ. კარში), 1:2 ილიევი (49), 1:3 ზივზივაძე (52), 1:4 კვარაცხელია (58, პენ), 1:5 ყაზაიშვილი (70), 2:5 სტეფანოვი (83)გამოუყენებელი პენალტი: კვეკვესკირი (90+4)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ტურიცოვი (პოპოვი 64), ა. ხრისტოვი, ნედიალკოვი, იორდანოვი (პ. ხრისტოვი 46), ნედელევი (კრასტევი 64), ჩოჩევი, მილანოვი (სტეფანოვი 46), დესპოდოვი, მინჩევი (იანკოვი 64), ილიევი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (კიტეიშვილი 84), კაშია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, აბურჯანია (გვილია 75), კვირკველია, აზაროვი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 75), კვარაცხელია (ყაზაიშვილი 68), ზივზივაძე (მიქაუტაძე 6

9 ივნისს "ჯვაროსნები" სკოპიეში ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდებიან. ჩვენს გუნდს განწყობა ამაღლებული აქვს და გამარჯვების გემოც დიდი ხანია იგრძნეს.

გთავაზობთ მატჩისშემდგომ კომენტარებს, რომლებიც ქართველმა ფეხბურთელებმა ბულგარელების დამარცხების შემდეგ გააკეთეს:

გურამ კაშია:

"ეს გამარჯვება გულშემატკივარს გაუხარდებოდა, იმიტომ, რომ ბულგარეთთან რაღაც ცუდად მიეწყო წარსულში თამაშები. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება რაღაცის დასაწყისი იყოს. 1 კვირაში კიდევ ვეთამაშებით თბილისში. იმედია, მოედანი გაივსება და თქვენ როგორც იტყვით, რევანშს ავიღებთ. როდესაც გასვლით თამაშზე დროშას ვხედავ, სიამაყით ვივსები. ამდენი გულშემატკივარი როდესაც ვნახე, ძალიან, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ, რომ გულშემატკივარი გასვლით თამაშზე თითქმის არასდროს არ გვყოლია. დიდი მადლობა მათ. მივესალმები, თუ კიდევ სადმე შეიძლება წამოვიდნენ. ძალიან დიდ მოტივაციას და დახმარებას გვიქმნიან გუნდს".

ხვიჩა კვარაცხელია:

"მოხარული ვარ, რომ შევძელი და ჩემს ნაკრებს დავეხმარე, საგოლე გადაცემით თუ გოლით, მნიშვნელობა არ აქვს ამას. მაკედონიაში ჩავდივართ, რომ რევანში ავიღოთ. მათთან ძალიან დიდი რაღაც გვაქვს დარჩენილი, რაც უნდა მოვიპოვოთ და უკან დავიბრუნოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივრები კმაყოფილები დარჩნენ. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად მოვხვდეთ".

ზურიკო დავითაშვილი:

"პირველ რიგში, ამ გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივარს მივულოცავ. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, რომ რაც უნდა იყოს, ანგარიშიდან გამომდინარე მაინც რთული იყო. თავიდან სწრაფი გოლი გავიტანეთ. სასიხარულოა, როდესაც გოლს იტან, მაგრამ პირველი, რა თქმა უნდა, გუნდის ინტერესებია. რაც შეეხება ასეთ ანგარიშს, ძალიან სასიამოვნოა, როცა დიდი ანგარიშით იგებ. შეგვეძლო კიდევ უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება და არ გაგვეშვა ის დასანანი 2 გოლი, მაგრამ მთავარი მიზანი დღეს აქ გამარჯვება იყო და გავიმარჯვეთ. ბულგარეთთან რევანში გვქონდა ასაღები, ბოლოს ამხანაგურ შეხვედრაში 1:4 დავმარცხდით. კარგია, რომ მოვიგეთ. შემდეგ თამაშში ვეცდებით, რომ იგივენაირად და ამაზე მეტად ვითამაშოთ. ყველამ ვიცით, ჩვენთვის მაკედონია რა მეტოქეა და რას წარმოადგენს". წაიკითხეთ სტატია სრულად