ავტორი:

"ჩვენს წინ იჯდა ჩვენი ქვეყნის კულტურის მინისტრი და არც კი მოგვესალმა" - რას წერს თეა წულუკიანზე ნინო ქათამაძე, რომელიც ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, უკრაინაში ჩავიდა

"ჩვენს წინ იჯდა ჩვენი ქვეყნის კულტურის მინისტრი და არც კი მოგვესალმა" - რას წერს თეა წულუკიანზე ნინო ქათამაძე, რომელიც ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, უკრაინაში ჩავიდა

ქართველი მუსიკოსები ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ქათამაძე გერმანიიდან კიევში ჩაფრინდნენ. მათ თან სოფო ჭყონია ახლავთ, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინაში მოხალისედ მუშაობს და დიდ დროს ატარებს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე ლტოლვილების დასახვედრად მოწყობილ სპეციალურ განყოფილებაში.

ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში ლვოვი-კიევის მატარებელით მგზავრობისას ქართველებს სიურპრიზი დახვდათ. "ბედნიერი მივესალმო“, - ასე წერია ლურჯ ბარათებზე, რომლებიც კუპეში აღმოაჩინეს. მომღერალი აქვე წერს, რომ მგზავრობისას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი შეხვდათ, რომელიც მუსიკოსებს არც კი მიესალმა...

ნინო ქათამაძე:

"ასეთი სიუპრიზი დაგვახვედრეს მატარებელში. უკრაინა ომშია და აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან არც ომის დროს ავიწყდებათ გამოხატონ სიყვარული.

ეს იმის ფონზე, როდესაც დილით თვითმფრინავში მიუნხენამდე ტრანზიტული მგზავრობისას, ჩვენს წინ იჯდა ჩვენი ქვეყნის კულტურის მინისტრი და არც კი მოგვესალმა… ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს..."