ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს პრეზიდენტი ბრიუსელიდან?

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს პრეზიდენტი ბრიუსელიდან?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს და აქვეყნებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გადაღებულ ფოტოს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელის მიწვევით იმყოფება და ის მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“.

მათივე ინფორმაციით, ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი.

ღონისძიების, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს, აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე.