ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინსა და 34 რუს მაღალჩინოსანს პირადი სანქციები დაუწესა - რას წერს უკრაინული მედია?

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინსა და 34 რუს მაღალჩინოსანს პირადი სანქციები დაუწესა - რას წერს უკრაინული მედია?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირადი სანქციები დაუწესა.

კრემლის ლიდერის გარდა, შეზღუდვები შეეხება კიდევ 34 რუს მაღალჩინოსანს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინსა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს.

უკრაინული მედიის ცნობით, სანქციები განუსაზღვრელი ვადით დაწესდა. სანქცირებული პირების აქტივები და ქონების ბლოკირებული იქნება, ასევე, მათ უკრაინიდან კაპიტალის გატანა აეკრძალათ. რუს მაღალჩინოსნებს, სხვადასხვა შეზღუდვასთან ერთად, უკრაინის საზღვრის ნებისმიერი გადაკვეთა, უკრაინის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში შესვლის აეკრძალათ.

გარდა ამისა, სანქციათა ჩამონათვალშია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა, უკრაინაში ქონების პრივატიზაციისა და იჯარით გაცემის აკრძალვა, მიწის საკუთრების აკრძალვა და სხვა.