ავტორი:

"საჯიჯგნად არავის მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს... ყველა ნახავს კარგად, როგორ დადგება საქართველო ფეხზე" - გაჩეჩილაძე რეაზოლუციაზე

"საჯიჯგნად არავის მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს... ყველა ნახავს კარგად, როგორ დადგება საქართველო ფეხზე" - გაჩეჩილაძე რეაზოლუციაზე

საზოგადოებრივი მოძრაობა "აი ია“-ს დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის შანტაჟზე აყვანის მცდელობაა.

როგორც ის ამბობს, ეს არის ომში ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა, რასაც ქვეყანა არ დაუშვებს.

"ვისაც არ უნდა უნდოდეს, როგორც არ უნდა უნდოდეს, რომელ ქვეყნებსაც არ უნდა უნდოდეთ, თავს არავის არ მოვატყუებინებთ და პირველ რიგში, ჩვენს საკუთარ ქვეყანას დავიცავთ. ეს არის კიდევ ერთი ომში ჩათრევის მცდელობა, შანტაჟზე აყვანა ბიძინა ივანიშვილის და მთელი საქართველოსი, რადგან ვიცით ჩვენ, რა დროს გამოჩნდა ივანიშვილი და რა სიტუაციაში იყო მთელი ქართული საზოგადოება. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ სამი მილიარდი ინვესტიციაა ამ ქვეყანაში დახარჯული... გამოდის, რომ მთლიანად საქართველოს უწესებენ სანქციებს.

ერთ რაღაცას ვიტყვი, საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს. ამის გულისთვის ყველა ნახავს კარგად, როგორ დადგება საქართველო ფეხზე, რას გააკეთებს და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა.

ეს რას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდნენ ამ რეზოლუციით? თუ რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, გამაგებინეთ? ადამიანზე, რომელიც 2012 წელს მოვიდა და რადიკალურად შეცვალა ყველაფერი, მაგრამ ახია ჩვენზე", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

ასევე ნახეთ: