ავტორი:

"პოლიციის მიერ პირი იდენტიფიცირებულია" - რას ამბობს შსს კადრებზე, სადაც მამაკაცი რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის

"პოლიციის მიერ პირი იდენტიფიცირებულია" - რას ამბობს შსს კადრებზე, სადაც მამაკაცი რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის

საზოგადოების მწვავე კრიტიკა და აღშფოთება გამოიწვია მცხეთის ერთ რესტორანში გადაღებულმა ვიდეოკადრებმა. კერძოდ, კადრებში ჩანს, რომ რესტორან "მარანში" ნასვამი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის.

"ჩვენს შვილებს გაუმარჯოს" - ამბობს სროლის წინ მამაკაცი.

პოლიციის მიერ მისი ვინაობა უკვე დადგენილია. როგორც AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"პოლიციის მიერ პირი იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 239-ე და 236-ე მუხლებით, რაც ხულოგნობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს " - ამბობენ უწყებაში.

ნახეთ ვიდეოკადრები: