ავტორი:

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია სამშობლოში ჩამოასვენეს. მას ხვალ ზუგდიდში დაკრძალავენ.

გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქის მიმდებარედ იბრძოდა.

"როცა ომი დაიწყო, მაშინვე მოხალისედ ჩაეწერა და იბრძოდა პირველივე წუთიდან, არცერთი წამით უკან არ დაუხევია. გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე უკრაინელ მებრძოლთან მქონდა კომუნიკაცია და ყველა მეუბნებოდა, რომ ბიძაჩემი გმირი იყო და საქართველოს და უკრაინის მხარდამხარ იბრძოდა. დონეცკის ოლქში დაიღუპა, ბახმუტის ტერიტორიაზე შეტაკებების შედეგად. სამწუხაროდ, რამდენიმე უკრაინელ მებრძოლთან ერთად ნაღმზე აფეთქდა,“ - აღნიშნავს გარდაცვლილის ახლობელი ქეთევან სიგუა.