ავტორი:

"დათიკომ ფეხის ამბავი გაიგო და ვაჟკაცურად მიიღო... პირველი, რაც იკითხა იყო, ჩემმა ძმებმა თუ იციანო" - რას წერს ავარიისას დაშავებული 8 წლის დათის დედა?

"დათიკომ ფეხის ამბავი გაიგო და ვაჟკაცურად მიიღო... პირველი, რაც იკითხა იყო, ჩემმა ძმებმა თუ იციანო" - რას წერს ავარიისას დაშავებული 8 წლის დათის დედა?

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელში მკურნალობას აგრძელებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია, თუმცა ეტაპობრივად პროგრესი შეინიშნება.

როგორც დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დათიმ უკვე გაიგო, რომ ფეხზე ამპუტაცია ჩაუტარდა და ეს ამბავი "ვაჟკაცურად მიიღო".

"დილამშვიდობის, დათიკომ რომ ფეხის ამბავი გაიგო ძალიან ვაჟკაცურად მიიღო. პირველი რაც იკითხა იყო “ჩემმა ძმებმა თუ იციანო”. თითქოს დიდად არ გამოხატავდა ემოციებს და მიხაროდა რა მშვიდად მიიღოთქო, მაგრამ აღმოჩნდა რომ შინაგანად ძალიან განცდებშია და დეპრესია დაგვეწყო, სულ დაღლილია და ეძინება.

გული მტკივაო, ამბობს. აღარც მადა აქვს და სულ უხასიათოდაა. ძალიან ოფლიანობს და სატურაციას ვეღარ ვიჭერთ ჟანგბადის ნიღბის გარეშე.თავიდან ფილტვების ანთება ან კოვიდი გვეგონა, მაგრამ გამორიცხეს. მჯერა ამასაც მალე გადავაგორებთ" - წერს ქრისტინე მამუკაშვილი.

დათი ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

დათის დასახმარებლად სოციალურ ქსელში გვერდიც შეიქმნა, სადაც უამრავი ადამიანია გაერთიანებული. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ დათის დედის ანგარიშზე. დათის კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

TBC ბანკის ანგარიში: #GE05TB7962745064300024

"საქართველოს ბანკის ანგარიში: #GE90BG0000000101545483