ავტორი:

"ის ჩემი ერთადერთი ცოლია, იმისთვის მოვედი, რომ ქორწილი ჩავშალო“ - ბრიტნი სპირსის ქორწილის ჩაშლა მისმა ყოფილმა ქმარმა სცადა: სკანდალი და დრამა ცერემონიაზე

"ის ჩემი ერთადერთი ცოლია, იმისთვის მოვედი, რომ ქორწილი ჩავშალო“ - ბრიტნი სპირსის ქორწილის ჩაშლა მისმა ყოფილმა ქმარმა სცადა: სკანდალი და დრამა ცერემონიაზე

"ის ჩემი პირველი ცოლი და ერთადერთი ცოლია, აქ იმისთვის მოვედი, რომ ქორწილი ჩავშალო“ - ბრიტნი სპირსის ქორწილის ჩაშლის მცდელობის გამო, მომღერლის ყოფილი ქმარი დააკავეს:

პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი, მამის მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ, საქმროზე, სემ ასგარიზე დაქორწინდა. ქორწილის ცერემონია ლოს ანჯელესში გაიმართა, თუმცა მას დრამისა და სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია.

მედიის ცნობით, ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი, ჯეისონ ალექსანდერი ქორწილში დაუპატიჟებლად მივიდა და მისი ჩაშლა სცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო, რადგანაც პოლიციამ დააკავა.

ბრიტნი და ჯეისონი 55 საათის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები

როგორც ვენტურას ოლქის შერიფი ჰყვება, პოლიციაში შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი ქორწილის ცერემონიის ადგილზე დააკავეს.

  • აღსანიშნავია, რომ ჯეისონ ალექსანდერი "ინსტაგრამის" საშუალებით პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სადაც ჩანდა, როგორ იმყოფებოდა ცერემონიის ადგილას, დაცვას კი უთხრა, რომ სპირსმა დაპატიჟა, რაც რეალურად, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

"ის ჩემი პირველი და ერთადერთი ცოლია, აქ იმისთვის მოვედი, რომ ქორწილი ჩავშალო“, - ამბობდა ვიდეოში მამაკაცი. ალექსანდერი ბრიტნის ბავშვობის მეგობარია, წყვილმა 2004 წელს იქორწინა, თუმცა მათი ქორწინება მხოლოდ 55 საათს გაგრძელდა.

ბრიტნი და სემ ასგარი

სამართალდამცველები ჯერ კიდევ იძიებენ მომხდარს და ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელს გამოუტანენ ბრიტნის ყოფილ ქმარს.

ცნობისთვის, ბრიტნი სპირსი მანამდე დაქორწინებული იყო კევინ ფედერლაინზე, რომელთანაც ორი ვაჟი ჰყავს, ბავშვები 14 და 15 წლის არიან.

რაც შეეხება ბრიტნის ახლანდელ ქმარს, სემი ასგარის, მათ ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს. 2021 წლის სექტემბერში დაინიშნენ. მალევე ბრიტნიმ მამის მეურვეობას დააღწია თავი. ბრიტნი სპირსის წარმომადგენლებს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.