ავტორი:

ფინეთი რუსეთის საზღვართან ბარიერების აშენებას გეგმავს - რა საფრთხეებზე საუბრობენ ქვეყანაში და როგორ აპირებენ მათგან თავის დაცვას

ფინეთი რუსეთის საზღვართან ბარიერების აშენებას გეგმავს - რა საფრთხეებზე საუბრობენ ქვეყანაში და როგორ აპირებენ მათგან თავის დაცვას

ფინეთის მთავრობა გეგმავს, რომ სასაზღვრო კანონმდებლობა შეცვალოს და აღმოსავლეთ საზღვარზე, რუსეთთან ბარიერების აშენება დაიწყოს. გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე არსებული საფრთხეებისადმი მზადყოფნისთვის მიიღეს.

ამჟამად ორ ქვეყანას შორის ტყით დაფარული სასაზღვრო ზონის უმეტესი ნაწილი მხოლოდ ნიშნებითა და პლასტმასის ხაზებით არის მონიშნული.

ფინეთის მთავრობა საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებას ჩქარობს, რადგან შიშობს, რომ რუსეთი ფინეთზე ზეწოლას შეეცდება და თავშესაფრის მაძიებლებს გაგზავნის მათ საზღვართან.

ამჟამად, რუსეთ-ფინეთის საზღვარი ასე გამოიყურება

ევროკავშირის ქვეყნებში არსებული წესების თანახმად, მიგრანტებს უფლება აქვთ, თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ნებისმიერ მოცემულ პუნქტში მოითხოვონ.

მთავრობის მიერ დადგენილ კანონში ცვლილებების მიხედვით, თავშესაფრის განცხადების მიღება საზღვრის მხოლოდ კონკრეტულ შემოსასვლელებში იქნება შესაძლებელი.

ფინეთს კანონში ცვლილებები ასევე საშუალებას მისცემს, რომ ბარიერების შექმნით, ხელი შეუწყოს საზღვრის უკეთ პატრულირებას.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა