ავტორი:

"ევროპას ასე როგორ დაველაპარაკოთო, თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, რა დამსახურება აქვს?" - მეუფე იაკობი

"ევროპას ასე როგორ დაველაპარაკოთო, თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, რა დამსახურება აქვს?" - მეუფე იაკობი

"ევროპას ასე როგორ დაველაპარაკოთო, თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, რა დამსახურება აქვს? საუკუნეებია ჩვენი სისხლით მოვდივართ და კიდე უნდათ, რომ სისხლში გაგვსვარონ?", - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, ის დაელოდება ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხს, იქამდე კი "ისურვებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ“.

"კიდევ რუსეთთან მარტო გვტოვებენ? დავრჩებით და დავრჩეთ, ძალით ხომ ვერავის ვერაფერს ეტყვი. თუ ახლა გამყიდი, მერეც გამყიდი. ამიტომ, დაველოდები მათ გადაწყვეტილებას და ვუსურვებ მათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. უკრაინას და მოლდოვას ვუსურვებ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღოთ. საქართველო რატომ არ იმსახურებს? გინდ მთავრობა და ოპოზიცია რომ ავიღოთ, ორივე სჯობს მათ მთავრობებსა და ოპოზიციას. ისინიც იჭერენ პრეზიდენტებს. ისინი, თურმე, სამართლიანად იჭერენ და ჩვენთან კიდე, ვინ უნდა გადამიწყვიტოს მე, სწორედ იჭერენ თუ არა, თუმცა არავინ მინდა, რომ ციხეში იყოს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე.

"რა უნდოდა რომ მოდიოდა? რისთვის მოდიოდა? ზის და ტირის ახლა, ტირით ყველანი, გამოუშვითო, მე დავიჭირე? როგორც საცოდავი და საწყალი კაცი, ციხიდან გასაგდებია. მაშინ ნუღარ იტყვით, მესამე პრეზიდენტიაო. თქვით, რომ ეშინია, შიშები აქვს და არ უნდა ციხეში. სხვებიც გავუშვათ, ვისაც არ უნდა ციხეში და გამოვუშვათ ყველა. მარტო მიშა რატომ? რა აქვს ისეთი გაკეთებული? ბოლო წლებში გაფუჭების გარდა რას აკეთებს? ჩემთვის გაფუჭების გარდა არაფერს აკეთებს. შემიძლია ისიც გავიხსენო, ვაშინგტონში ცნობილი პოლიტიკოსები როგორ აფასებდნენ. თუ არ გაჩერდებიან, ამას ცოტა ხანში სახალხოდ ვიტყვი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.