ავტორი:

"ღარიბაშვილის განცხადება, რომ ფარდას ახდის რაღაცას, არის შანტაჟი და მუქარა - ნურას უკაცრავად, ორბიტის შეცვლის უფლებას არ მოგცემთ ქართველი ხალხი" - გოცირიძე

"ღარიბაშვილის განცხადება, რომ ფარდას ახდის რაღაცას, არის შანტაჟი და მუქარა - ნურას უკაცრავად, ორბიტის შეცვლის უფლებას არ მოგცემთ ქართველი ხალხი" - გოცირიძე

ღარიბაშვილის განცხადება, რომ ფარდას ახდის რაღაცას, არის შანტაჟი და მუქარა, რომ ქვეყანას წაიყვანენ რუსეთის მიმართულებით, შანტაჟის ენით ეს ჭია- ღუები, ეს პაიკები ვერ დაელაპარაკებიან ვერც ევროპას, ვერც ამერიკას და ვერც ქართველ ხალხს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციასა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი სანქცირებული იქნება და "ტირილითა და ხვეწნა - მუდარით მოუწევს ევროპასთან საუბარი და არა თითის ქნევით და გონორით, როგორც ახლა მისი მომსახურე პაიკები აკეთებენ."

"აგონიაში არიან, მთელი ძალისხმევა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად არის მიმართული, მათი ყველა განცხადება ანტისახელმწიფოებრივია, ღარიბაშვილის განცხადება, რომ ფარდას ახდის რაღაცას, არის შანტაჟი, ეს არის მუქარა, რომ ქვეყანას წაიყვანენ რუსეთის მიმართულებით, ნურას უკაცრავად, ორბიტის შეცვლის უფლებას არ მოგცემთ ქართველი ხალხი. ამ შანტაჟის ენით ეს ჭია- ღუები სხვანაირად ვერ ვიტყვი, ეს პაიკები ვერ დაელაპარაკებიან ვერც ევროპას, ვერც ამერიკას და ვერც ქართველ ხალხს. ეს არის სასაცილო მუქარა მათი მხრიდან, რომლისაც არავის ეშინია,"- განაცხადა გოცირიძემ.

ასევე ნახეთ: