ავტორი:

"თავს სუსტად გრძნობს და ამ დრომდე სრულფასოვანი მკურნალობა და კვება ხელმიუწვდომელია" - შოთა თუთბერიძე სააკაშვილზე

"თავს სუსტად გრძნობს და ამ დრომდე სრულფასოვანი მკურნალობა და კვება ხელმიუწვდომელია" - შოთა თუთბერიძე სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება და პოზიტიური ეფექტი არ შეინიშნება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი სრულფასოვან მკურნალობასა და კვებას ამ დრომდე ვერ იღებს.

"სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, არ უმჯობესდება. ამასთან, თავს სუსტად გრძნობს და ამ დრომდე სრულფასოვანი მკურნალობა და კვება ხელმიუწვდომელია. მკურნალობის გარკვეული ელემენტები მიმდინარეობს, თუმცა ის, რომ ამ დრომდე მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, იმის ინდიკატორია, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური ეფექტი არ გვაქვს.

დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზის ნაწილში, ექსპერტთა მორიგი ვიზიტია დანიშნული და ველოდებით ამ ექსპერტიზის დასკვნას. იმედი მაქვს, მას შესაძლებლობა ექნება, რომ ექსპერტებთან თანამშრომლობა მოახერხოს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.