ავტორი:

საგურამოსთან, სოფელ ბიწმენდში მდინარე ადიდდა - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში (ვიდეო)

საგურამოსთან, სოფელ ბიწმენდში მდინარე ადიდდა - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში (ვიდეო)

ძლიერი წვიმის შედეგად, საგურამოსთან, სოფელ ბიწმენდში მდინარე ადიდდა. ვიდეოკადრებს ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, დაიტბორა სახლების ეზოები.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

არსებულ მდგომარეობას გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის გამო საგურამოში ერთი კვირის წინ სახლები, ავტომობილები და გზები დაიტბორა. უამინდობამ მაშინ პრობლემები შექმნა მიმდებარე სოფლებშიც.

ნახეთ ვიდეო: