ავტორი:

"გერმანია მზადაა, უკრაინას თანამედროვე იარაღი მიაწოდოს" - ოლაფ შოლცი

"გერმანია მზადაა, უკრაინას თანამედროვე იარაღი მიაწოდოს" - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერნამია მზადაა უკრაინას თანამედროვე შეიარაღება მიაწოდოს.

"აშკარაა, რომ უკრაინას სჭირდება დამატებითი იარაღი თავდაცვისთვის. ამ კრიტიკულ ფაზაში მნიშვნელოვნად ვაფართოებთ ჩვენს მხარდაჭერას: უკრაინას უახლეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასა და არტილერიის აღმოჩენის რადარს მივაწვდით“, - განაცხადა კანცლერმა.

მისივე თქმით, იარაღის მიწოდება მოხდება ევროპელ და ნატოელ პარტნიორებთან კოორდინაციით. კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა დაიცვან ნატოს ტერიტორიის „ყოველი ინჩი“ და რომ ბერლინი გაზრდის თავის ყოფნას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე.