ავტორი:

"ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უკრაინას, მოლოდოვას, თუმცა  ნაკლებად დარწმუნებულები არიან საქართველოს მიმართ" - რას წერს Politico

"ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უკრაინას, მოლოდოვას, თუმცა  ნაკლებად დარწმუნებულები არიან საქართველოს მიმართ" - რას წერს Politico

"ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს", - ინფორმაციას Politico რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული პირები ინფორმირებულნი არიან ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შემდეგ.

მათი ინფორმაციით, ევროკომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, თუმცა ნაკლებად დარწმუნებულნი არიან საქართველოს მიმართ.

"მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების თქმით, კომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მომხრე მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოს მიმართ, რომელიც, ბოლო წლებში, განიცდის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას,“ - წერს გამოცემა.