ავტორი:

სოფელ ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

სოფელ ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დაშავებულები რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, ერთმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა, მეორე კი კლინიკაში რჩება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.