ავტორი:

"კომენტარებს რომ ვუკითხავ, იღიმის, მოსწონს ქება-დიდება" - ვინ არის ბიჭი, რომლის მიერ ნამღერი დაბადების დღის სიმღერაც ინტენეტჰიტი გახდა

"კომენტარებს რომ ვუკითხავ, იღიმის, მოსწონს ქება-დიდება" - ვინ არის ბიჭი, რომლის მიერ ნამღერი დაბადების დღის სიმღერაც ინტენეტჰიტი გახდა

სოციალურ ქსელებს ყველა თვალყურს ვადევნებთ, იქ ახალი ამბები, სახალისო, თბილი ვიდეოები თუ ფოტოები რამდენიმე წუთში ვრცელდება და ამჯერადაც სოციალური ქსელი ერთმა პატარა ბიჭუნამ დაიპყრო, რომელიც თეთრ კლავიშებზე მთელი ემოციით დაბადების დღის სიმღერას მღეროდა.

საფეხბურთო ფორმაში გამოწყობილი ბიჭუნა დიდი მონდომებით ასრულებდა სიმღერას. ვიდეომ ერთ დღეში იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ ახლა Facebook-სა და tiktok-ზე - ყველგან მას შეხვდებით. ჩვენც ამ თბილი კომენტარების ფონზე ანდრიას დედას - თეა მალაყმაძეს დავუკავშირდით და პატარა ვარსვლავბიჭუნასა და ოჯახზე ვესაუბრეთ.

- მოგვიყევით ცოტა რამ თქვენზე - ის, რაც გინდათ, რომ ჩვენმა მკითხველმა იცოდეს...

- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ, ორი შვილის დედა. ბავშვობიდან ვარ ძალიან აქტიური, მიყვარს ცეკვა, სიმღერა, თუმცა პროფესიულ დონეზე არც ერთი მისწავლია. პატარა, მაგრამ ძალიან ხმაურიანი ოჯახი გვაქვს, რაც კარგად ჩანს ვიდეოებშიც.

ანდრია არის 9 წლის, მე-3 კლასი დაასრულა. პატარაობიდან ღიღინებს თავისებურად, როგორც კი მივხვდი, რომ სმენა აქვს, მუსიკალურ სკოლაში შევიყვანე და ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობს, უკვე მეორე კლასშია. მაისში მონაწილეობა მიიღო სენაკის არტფესტივალში, სადაც ვალერიან შიუკაშვილისგან დიპლომი დაიმსახურა, რაც ჩვენთვის სასიხარულო და მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სმენით ერთად ვაწყობთ რაღაცებს, მეც სმენით ვუკრავ და ასე ვისწავლე, რამდენადაც შემიძლია ვეხმარები.

- რა თქვა ანდრიამ, როდესაც თავის ვიდეოზე ასობით თბილი კომენტარი ნახა?

- ანდრია ბოლომდე ვერც იაზრებს, მაგრამ გახარებული უყურებს ხოლმე სხვის მიერ გადაღებულ ვიდეოებს, კომენტარებს რომ ვუკითხავ, იღიმის და ფაქტია, მოსწონს ქება-დიდება… ვის არ მოსწონს? განაგრძეთ კითხვა