ავტორი:

უმდიდრესი მემკვიდრეობა, მოგზაურობაში დახარჯული 60 ათასი და აქციები ბანკში - თოთლაძე-ცქვიტინიძის შთამბეჭდავი ქონება: როგორია მინისტრის მილიონერი მოადგილის ოფიციალური სტილი?

უმდიდრესი მემკვიდრეობა, მოგზაურობაში დახარჯული 60 ათასი და აქციები ბანკში - თოთლაძე-ცქვიტინიძის შთამბეჭდავი ქონება: როგორია მინისტრის მილიონერი მოადგილის ოფიციალური სტილი?

42 წლის დიპლომატი პოპულარული ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში გახდა, როდესაც მილიონერ ბადრი პატარკაციშვილის საყვარელი დისშვილი ცოლად ქართველ დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძეს გაჰყვა.

პროფესიით სამართალმცოდნემ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2002 წელს დაიწყო. 12 წლიანი კარიერული კიბის შემდეგ 2014 წლის 17 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და დღემდე ამ პოსტს იკავებს. ფლობს სამ ენას - რუსულს, ინგლისურსა და ფრანგულს. ყოველთვის გამორჩეულია მისი ჩაცმის სტილი და ახალგაზრდა დიპლომატს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ხათუნა თოთლაძე მედიასთან სხვადასხვა შეხვედრებსა და ბრიფინგებზე ჩნდება. დიზაინერის მეუღლის ჩაცმულობა ხშირად განხილვის საგანია.

2018 წელს, როდესაც თოთლაძე ბრიფინგზე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მოწვეული უცხოელი სტუმრების შესახებ საუბრობდა, მხრებზე პიჯაკი ჰქონდა მოხვეული. მაშინ მინისტრის მოადგილის ჩაცმულობაზე კომენტარი ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა.

"პრეზიდენტის" "ინაუგურაციაზე" ჩამომსვლელ სტუმართა სია ზუსტად ასახავს საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით გაბანძებას...

პ.ს საგარეოს ოფიციალური წარმომადგენლის ჩაცმულობა სრულად შეესამება ივანიშვილის ხელისუფლების ესთეტიკას და დონეს", - წერდა მაშინ სააკაშვილი.

ხათუნა თოთლაძე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე

ხათუნა თოთლაძე ბატრი პატარკაციშვილის უმცროსი დის, მზია თოთლაძის ქალიშვილია. დიპლომატს ჰყავს მეუღლე, დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინძე და ერთი ქალიშვილი ანასტასია ცქვიტინიძე, რომელიც 2005 წელს დაიბადა...

ხათუნა თოთლაძე დეიდასთან და დასთან ერთად

ხათუნა თოთლაძე იმ საჯარო მოხელეების სიაშია, რომელთაც შთამბეჭდავი ქონება აქვთ. დიპლომატის დეკლარაცია რამდენიმე გვერდს მოიცავს. არამხოლოდ თოთლაძე, არამედ დიდი ქონების პატრონია მისი მეუღლეც, რომელიც უკვე წლებია ძვირადღირებული დიზაინერის სტატუსს ინარჩუნებს.

ავთანდილ ცქვიტინიძე ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთს დაბა ურეკსა და ოზურგეთის რაიონ სოფელ ბახვში. დიზაინერმა 2006 წელს 7500 დოლარად სოფელ წავკისში 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა. ამავე წელს 17 ათას დოლარად იყიდა ბინა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე.

2006 წელს ცქვიტინიძემ ავტოფარეხში 7 ათასი დოლარი გადაიხადა. 2018 წელს თბილისში ლესელიძის ქუჩაზე მდებარე 117 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 600 000 დოლარად შეიძინა.

ცქვიტინიძე ეკუთვნის 989 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თბილისში აგრარული უნივერსიტეტის დასახლებაში, რომელშიც 2016 წელს 67 ათასი დოლარი გადაიხადა.

ხათუნა თოთლაძე თბილისში რამდენიმე ბინას ფლობს. 2018 წელს კრწანისის ქუჩაზე მშენებარე ბინაში 300 000 დოლარი გადაიხადა. 2011 წელს საჩუქრის სახით აქვს მიღებული 110 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი და 110 კვ.მ საცხოვრებელი ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. 2005 წელს დიპლომატმა კიდევ ერთი ბინა მიიღო საჩუქრად, ამჯერადაც თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე. მის საკუთრებაშია ორი ავტოფარეხი კრწანისის ქუჩაზე, რომელთა შესაძენად 10 ათასი დოლარი გადაიხადა.

ხათუნა თოთლაძეს საჩუქრის სახის მიღებული ორი მსუბუქი ავტომანქანა ჰყავს - 2013 წელს გამოშვებული Mersedes ML და 2018 წლის MERSEDES SLC.

ხათუნა თოთლაძემ 2018 წელს 10 ათას დოლარად შეიძინა 100 „თი-ბი-სი ლიზინგის“ ბონდი (ფასიანი ქაღალდი). 2017 წელს 1484 „თი-ბი-სი სადეპოზიტო სერტიფიკატი“, რომელშიც 1 152 480,35 დოლარი გადაიხადა. მის საკუთრებაშია 2020 წელს 400 ათას დოლარად შეძენილი "თიბისი ბანკის“ 400 ბონდი (ფასიანი ქაღალდი)...

დეკლარაციის შევსების დროს ხათუნა თოთლაძეს „ტერაბანკი“ მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 1 103 00,53 დოლარი, საბარათე ანგარიშზე 10 553 დოლარი. „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 4258,5 ლარი, შემნახველ ანგარიშზე - 1 248 772,07 დოლარი, საბარათე ანგარიშზე - 12 975,8 დოლარი...„ლიბერთი ბანკის“ ანგარიშზე - 3 649 54,34 დოლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 16 786,67 ლარი.

დიპლომატის მეუღლეს დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძეს თიბისი ბანკის ანგარიშზე ჰქონდა 1 031 41,78 ლარი, 80 074,24 ევრო, 13 262,53 დოლარი. "ტერა ბანკის“ ანაბარზე - 13 769,63 დოლარი, საკრედიტო ბარათზე - 4231,39 ევრო.

ავთანდილ ცქვიტინიძე რამდენიმე შპს-ს მფლობელია, მათგან შემოსავალი მხოლოდ შპს "ავთანდილ ცქვიტინიძე საქართველოდან" ჰქონდა 27 000 ლარის ოდენობით.

ხათუნა თოთლაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, საიდანაც სახელფასო სარგოს სახით 1929,6 ლარი დაერიცხა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელფასმა კი ერთ წელიწადში 56 923,2 ლარი შეადგინა.

ხათუნა თოთლაძემ სესხად გაცემული 1 500 000 დოლარიდან შემოსავლის სახით 150 000 დოლარი მიიღო. თი-ბი-სი ლიზინგიდან კი შემოსავლის სახით 82 095,84 დოლარი.

ავთანდილ ცქვიტინიძემ მიწის ნაკვეთის გაყიდვით 70 000 დოლარი მიიღო. უძრავი ქონების გაქირავებით კი 315 ათასი ლარი. ავთანდილ ცქვიტინიძეს აქვს იპოთეკური სესხი, 430 000 დოლარის ოდენობით, რომელიც 2012 წელს აიღო და 2023 წელს ამთავრებს.

ხათუნა თოთლაძემ 2020 წელს საჩუქრის სახით ფულადი თანხა მიიღო. დიპლომატს ბებიამ 150 000 დოლარი აჩუქა, დედამ - 80 000 დოლარი. 2020 წელს ავთანდილ ცქვიტინიძემ სწავლაში 9000 ევრო გადაიხადა. ხათუნა თოთლაძის სამოგზაურო ხარჯი შეადგენდა 60 000 ლარს. სარემონტო სამუშაოებში კი 111 600, 09 დოლარი დახარჯა.

ხათუნა თოთლაძის საპროცენტო სარგებელმა „თიბისი“ ბანკიდან 100 225 ათასი ლარი შეადგინა. ბონდებიდან (ფასიანი ქაღალდები) მიღებული შემოსავალი კი 16 764,44 დოლარი გახლდათ.