ავტორი:

"პრეზიდენტმა სწორად ისაუბრა. შეიძლება შიგნით რაღაც სასწაულები ხდება და ჩვენ არ ვიცით, კობახიძემ შეიძლება იცის” - ექსპერტი

"პრეზიდენტმა სწორად ისაუბრა. შეიძლება შიგნით რაღაც სასწაულები ხდება და ჩვენ არ ვიცით, კობახიძემ შეიძლება იცის” - ექსპერტი

პრეზიდენტმა ძირითადად ყველაფერი სწორად თქვა - 1 წელში უამრავი წვრილმანი, თუ უამრავი სერიოზული თემა დაგროვდა, მაგალითად, როგორიც არის 5 ივლისის საქმე, რომელმაც საქართველოს იმიჯი გაუფუჭა - მას შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს, ნიკა გვარამია გაათავისუფლოს და ქვეყანას ერთ-ერთი შარი, რომელმაც ქვეყანას იმიჯი დაუზიანა, მოუხსნას, - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთ წელში, ჩვენმა ხელისუფლებამ ცარიელ ადგილას პრობლემები შექმნა და ეს კითხვის ნიშნებს აჩენს.

"ძირითადად, პრეზიდენტმა ყველაფერი სწორად თქვა. სამწუხაროდ, სათანადო მუშობა არ იქნა გაწეული ბრიუსელში და ეს აისახა კიდეც რეზოლუციაში. პრეზიდენტმა ძირითადად ყველა აქცენტი სწორად დასვა. გარედან რასაც ვუყურებ, მართლაც ასე ჩანს, რომ 1 წელში დაგროვდა უამრავი წვრილმანი, უამრავი სერიოზული თემაც, მაგალითად, როგორიც არის 5 ივლისის საქმე, რომელმაც საქართველოს იმიჯი გაუფუჭა.

რაც შეეხება შეწყალებებს, გუშინ ახსენა, რომ არ იყო პოლიტიკურად დროული გვარამიას დაკავება. მას შეუძლია, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და გვარამია გაათავისუფლოს და ქვეყანას ერთ-ერთი შარი მოუხსნას, რომელმაც ქვეყანას ფაქტია, რომ იმიჯი დაუზიანა. გვარამია შეიძლება არ იყო ბოლომდე უდანაშაულო კრავი, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი დაკავება კითხვის ნიშნებს აჩენს. შესაბამისად, მას შეეძლო მიეღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და შეეწყალებინა და ეს შარი მოეშორებინა ქვეყნისთვის. იმედს ნუ დავკარგავთ - იმედია, ჩვენც მივიღებთ სტატუსს“, - განაცხადა შარაშენიძემ.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ პრეზიდენტის განცხადებების შეფასებას, რომ ეს სუსტი და ღიმილისმომგვრელია და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს შესაძლოა მეტი ფაქტი აქვს და ამიტომაც ეღიმება.

"კობახიძეს შეიძლება ჩემზე მეტი ფაქტი აქვს და ამიტომაც ეღიმება, მაგრამ რაც გარედან ჩანს, პრეზიდენტმა სწორად ისაუბრა. შეიძლება შიგნით რაღაც სასწაულები ხდება და ჩვენ არ ვიცით, კობახიძემ შეიძლება იცის”, - აღნიშნა შარაშენიძემ.