ავტორი:

"გიგაური ბრეჟნევივით 20 წელია ერთი და იგივე NGO-ს ხელმძღვანელია" - ირაკლი კობახიძე

"გიგაური ბრეჟნევივით 20 წელია ერთი და იგივე NGO-ს ხელმძღვანელია" - ირაკლი კობახიძე

აქ მაქვს ყველა ის ციტატა, რომელიც უკავშირდება ომის პროპაგანდას რადიკალური ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ტელევიზიების მხრიდან. ეს არის დაახლოებით 10 გვერდზე გაწერილი განცხადებები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ციტატა ეკუთვნის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს.

"ერთ-ერთი არის ეკა გიგაურის განცხადება, რომელსაც წაგიკითხავთ და თავად შეგიძლიათ განსაჯოთ რას ამბობდა ის მაშინ და როგორ იხევს ახლა ის უკან: "რუსეთი ომს აგებს უკრაინაში. იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ“. ძალიან მარტივად, ეს არის ციტატა და ახლა ამბობს, რომ სხვა რამეს გულისხმობდა. საზოგადოებას ახსოვს ყველაფერი და არ ავიწყდება არაფერი, მითუმეტეს, რომ ვერც "ფეისბუქიდან“ და ვერც მედიასაშუალებებიდან ამ ყველაფერს ვერ წაშლი. რასაც ის ამბობდა მაშინ, ახლა იმას უარყოფს. საზოგადოება ხედავს, რა იყო მისი განცხადებების შინაარსი. პირდაპირი აზრის მომწიფების მცდელობა იყო ის, რასაც ამბობდნენ გიგაური, უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ჭიაბერაშვილმაც ეს ყველაფერი გააგრძელა. მედიასაშუალებები პირდაპირ ხსნიდნენ იმას, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ცხინვალის და სოხუმის აღება. ეს იყო აზრის მომწიფების მცდელობა, რომელიც ჩაუვარდათ და ახლა გასაგებია, რომ გიგაური უკან იხევს, რადგან არ გაუვიდა აზრის მომწიფების მცდელობა, თუმცა საზოგადოებას ახსოვს აბსოლუტურად ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს ხალხი საზოაგდოების თვალში გარკვეულწილად უკავსირდება დაავლეთს, ამიტომაც დასავლელმა დიპლომატები მყისიერად უნდა გაემიჯნონ მათ პოზიციას.

"ასეთ შემთხვევაში, მერწმუნეთ, არავის ექნება იმის საბაბი, რომ ისაუბროს ამგვარ ინტერესებზე“ - განაცხადა მან. მისი თემით, ეკა გიგაურის ეს განცხადება ვიღაცას აძლევს იმის თქმის საბაბს, რომ დასავლეთი დაინტერესებული მეორე ფრონტით. "გიგაური ბრეჟნევივით 20 წელია ერთი და იგივე NGO-ს ხელმძღვანელია და იღებს დაფინანსებას ერთი და იგივე წყაროდან. როდესაც გიგაური ამას ამბობს, ეს მიეწერა დასავლელ პარტნიორებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამის უარყოფა მოხდეს მყისიერად“, - განაცხადა კობახიძემ.