ავტორი:

სეტყვა კახეთში - დაზიანებულია ატმის ბაღები და სხვა ნარგავები

სეტყვა კახეთში - დაზიანებულია ატმის ბაღები და სხვა ნარგავები

სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სოფელ ჩუმლაყში დაზიანებულია ატმის ბაღები და სხვა ნარგავები.

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, ზარალის შესახებ ინფორმაცია ხვალ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.