ავტორი:

კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ შეკრებას შეუერთდება

კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ შეკრებას შეუერთდება

ევროპის მოედანზე, დღეს, პრეზიდენტის მოწვევით გასამართ შეკრებაში მონაწილეობას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც მიიღებს.

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ.

თბილისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული, ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მოქალაქეები ევროპის მოედანზე დღეს, 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

აქციის თაობაზე მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან მოქალაქეებს მიმართა, შეიკრიბონ, რიყეზე, რათა „დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა“.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, რომ 16 ივნისის ღონისძიებას შეუერთდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აქციას რამდენიმე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მათ შორის გერმანიის და საფრანგეთის ელჩები შეუერთდებიან.