ავტორი:

"ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო... მამაჩემი სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან" - რას წერს ხოშტარია?

"ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო... მამაჩემი სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან" - რას წერს ხოშტარია?

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, სოლიდური თანხები ირიცხება.

პოლიტიკოსი გავრცელებულ ინფორმაციას აფიორას უწოდებს. აქვე განმარტავს, რომ მამამისი სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა და მისი დადგმული სპექტაკლებიდან 25 წელია ჰონორარი ერიცხებათ, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

"ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა იმედი. მინდა გითხრათ უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან. ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო.

მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია.

რუსეთის საავტორო ორგანიზაცია რაოსთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს" - წერს ხოშტარია.