ავტორი:

"პუტინმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა და საკუთარი ქვეყანა ისტორიულ უფსკრულში ჩააგდო" - მაკრონი

"პუტინმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა და საკუთარი ქვეყანა ისტორიულ უფსკრულში ჩააგდო" - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჯერ არ არის მზად კომპრომისის მოსაძებნად უკრაინაში მის მიერ გაჩაღებული ომის დასასრულებლად.

"ვიცი, რომ ის ჯერ არ არის მზად დათმობაზე წასასვლელად, მაგრამ უკრაინელები ახლა თამამად და გმირულად ეწინააღმდეგებიან და ასევე არ არიან მზად რაიმე დათმობისთვის. ამიტომ, ჯერ არ დამდგარა მომენტი, რომ ვისაუბროთ ომის დასრულებაზე, კომპრომისებზე“, - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, პუტინმა, მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმით, საბედისწერო შეცდომა დაუშვა.

"შემიძლია ვთქვა, რომ მან დაუშვა ძალიან საბედისწერო შეცდომა, ჩააგდო თავისი ქვეყანა ისტორიულ უფსკრულში, თავს დაესხა რა მეზობელს და დაარღვია მისი სუვერენიტეტი. უახლოესი კვირები აჩვენებს, სად გადის შესაძლებლობის ზღვარი. მაგრამ ჯერ უკრაინის არმიამ მტკიცე წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და ჩვენ დავეხმარებით მას ამაში“, - განაცხადა მაკრონმა.