ავტორი:

შეფერხება მეტროსადგურ სამგორში - მგზავრებს ვაგონების დატოვება მოუწიათ

შეფერხება მეტროსადგურ სამგორში - მგზავრებს ვაგონების დატოვება მოუწიათ

მეტროსადგურ სამგორში მოძრაობა შეფერხებულია. მგზავრებს ვაგონების დატოვება მოუწიათ.

როგორც “ინტერპრენიუსს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელს ტექნიკური პრობლემა აქვს, რის გამოც დამხმარე მატარებლით მისი ჩიხში გადაყვანაა საჭირო.

მათივე ინფორმაციით, პრობლემის მოგვარებას რამდენიმე წუთი დასჭირდება, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგება.