ავტორი:

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს - საქართველოს საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს - საქართველოს საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება

ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავე დროს კანდიდატის სტატუსიც. ეს იმის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ განხორციელდება შემდგომი რეფორმები...

ჩვენ ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს - დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი...

რაც შეეხება - საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნია, მისი განაცხადი ძლიერია, თუმცა წარმატებისთვის ქვეყანამ უნდა განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი.

ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, წევრობის საკითხს კი პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ნახეთ ვიდეო: