ავტორი:

რა პირობები უნდა შეასრულოს საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ევროკომისია რეკომენდაციებსა და მოსაგვარებელი საკითხების სიას აქვეყნებს

რა პირობები უნდა შეასრულოს საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ევროკომისია რეკომენდაციებსა და მოსაგვარებელი საკითხების სიას აქვეყნებს

ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მაშინვე, როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები მოგვარდება.

"მოგვარდეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით;

უზრუნველყოფილ იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირება, გაძლიერდეს მათი დამოუკიდებელი და ეფექტური ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები;

კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საარჩევნო ჩარჩო, მოგვარდეს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზი,“- აღნიშნულია კომისიის დასკვნაში.

ამასთან, რეკომენდაციების თანახმად, საქართველომ უნდა მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე;

უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე, უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ინსტიტუტების, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს, სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა და აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის მოსამართლეთა კანდიდატებისა და გენერალური პროკურორის წარდგენასთან დაკავშირებით.

განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს" - ნათქვამია ევროკომისიის დასკვნაში.

ნახეთ ვიდეო: