ავტორი:

როგორ ისჯებოდა ქალის მოტაცება შუა საუკუნეების საქართველოში

როგორ ისჯებოდა ქალის მოტაცება შუა საუკუნეების საქართველოში

ქალის იძულებითი დაქორწინება შუა საუკუნეების საზოგადოებისთვის არ იყო უცხო მოვლენა. ქართული ნარატიული წყაროები გვიჩვენებს, რომ სიყვარულით გათხოვების ფაქტები რაოდენობრივად ბევრად ჩამოუვარდებოდა იძულებით ან რაციონალური მოსაზრებით გათხოვების ფაქტებს.

საქართველოში ქალის იძულებით გათხოვების ორი გზა არსებობდა: საქმროს მიერ მისი ყიდვის და მოტაცების. დღემდე მოღწეულ წყაროებში ყველაზე მეტი მასალა ქმრიანი ქალის მოტაცების შესახებ მოიპოვება. შუა საუკუნეების კანონმდებლობა ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენდა, რადგან "გვირგვინ-ნაკურთხი“ ქალის მოტაცება აღიქმებოდა არა როგორც მისი გათხოვება, არამედ როგორც უკვე არსებული კანონიერი ქორწინების დარღვევა.

წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ ქალის მოტაცება ორგვარი ყოფილა: ნებაყოფლობითი და ძალისმიერი.

VI მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებით, ქალზე ძალადობა აიკრძალა. კერძოდ, მისი ცოლად მოყვანა მოტაცების გზით. მომტაცებელს მკაცრი სასჯელით სჯიდნენ. ასევე, მის ხელის შემწყობთაც.

XIV ს-დან მოყოლებული, "ცოლის წაგვისთვის“ სასჯელის სიმძიმე ნელ-ნელა კლებულობს.

გვიანდელი შუა საუკუნეების საისტორიო წყაროები სავსეა უქმრო და ქმრიანი ქალების მოტაცებისა და ძალად გათხოვების ფაქტებით. ასეთ სიტუაციაში საერო სასულიერო ხელისუფლება კვლავ ყურადღებით ეკიდება ოჯახის მთლიანობის შენარჩუნების პრობლემას და მკაცრი დამსჯელი ღონისძიებებით ცდილობს აღკვეთოს სხვისი ცოლის მოტაცების შემთხვევები.

ქმრიანი ქალის მოტაცების საკმაოდ მრავალრიცხოვანი შემთხვევებისაგან განსხვავებით, ბევრად ნაკლები მასალა მოიპოვება უქმრო ან დანიშნული ქალების მოტაცების შესახებ. ამ უკანასკნელთაგან კი თავის მხრივ უფრო ნაკლებ დანაშაულად ითვლებოდა გაუთხოვარი ქალის მოტაცება, ალბათ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში არც ოჯახის დანგრევასა და არც ნიშნობის დარღვევას არ ჰქონდა ადგილი.

შუა საუკუნეებში შედგენილ სამართლის არცერთ ძეგლში არ არის დამოწმებული გაუთხოვარი ქალის მოტაცების ამკრძალავი მუხლები. მაგრამ არსებობს სამთავისის სამწყსოს საკანონოს წიგნი, სადაც მე-13 მუხლად შემდეგი კანონია დადგენილი: "უკუეთუ უქმრო დედაკაცი მოიტაცოს ვინმე ცოლად, ბ. ძროხა მიართვას“.

ასეთ სიტუაციაში საერო სასულიერო ხელისუფლება კვლავ ყურადღებით ეკიდება ოჯახის მთლიანობის შენარჩუნების პრობლემას და მკაცრი

დამსჯელი ღონისძიებებით ცდილობს აღკვეთოს სხვისი ცოლის მოტაცების შემთხვევები. სასულიერო საკანონმდებლო ძეგლები ბიჭვინტის იადგარი და კანონიკური სამართალი, რომლებიც ცდილობდნენ სხვადასხვა გადასახადებისა და ღვთიური რისხვის შიშით შეაჩერონ ქალის მოტაცების მსურველები, მაგრამ მიზანს ვერ აღწევენ: ვახუშტი ბატონიშვილთან დაცულია არაერთი ცნობა ფეოდალების მიერ სხვისთვის მოტაცებულ ცოლებზე დაქორწინების შესახებ. მაგ. ბაგრატ მეფე ართმევს დადიანს ცოლს და თვითონ ირთავს, ლევან დადიანის ძემ გიორგიმ გაუშვა თავისი კანონიერი ცოლი როსტომ გურიელის ასული და თავისი ბიძის ბათულიასგან მოტაცებული ცოლი შეირთო.

ამ პრობლემით დაინტერესებულა შაჰ აბასიც: გიორგი სააკაძესთან საუბარში მას გიორგისათვის უკითხავს, თუ რა ღონეს მიმართავს ცოლმოტაცებული კაცი, რაზედაც ასეთი პასუხი მიუღია: "ეგე ვითარი კაცი წარმგურელსა ცოლისასა აღუოხრებს მამულსა თუ სადამე ძალუძს მორევნაი და წარმოსტყუნავს ყოველსავე მისსა და მოჰკლავსცა“.

ამ და მრავალი სხვა შემთხვევების გამო ვახტანგ VI-ც იძულებული გამხდარა კიდევ ერთხელ აეკრძალა ქალების ქმრებისათვის მოტაცება და დანაშაულის ჩამდენთათვის მკაცრი სასჯელი განაჩინა: თუ ქალი თავისი ნებით გაყვებოდა, "იმ დედაკაცის ქმარი რასაც გვარისა იყოს, მისი სისხლის

ორიწილი გარდაიხადოს, და რაც პირველისა ქმრისა გაეტანოს, ისიც უკლებლივ მისცეს“.

ხოლო ქალის ძალად მოტაცების შემთხვევაში "იმ ქმარყოფილს წამყვანმან ორი წილი სისხლი მისცეს, რომ შეიქმნების ყველაყა ერთი მთელი სისხლი, კიდევ მთელის სისხლის ორი წილი“

ასევე ცოტა მასალა მოგვეპოვება დანიშნული ქალის მოტაცების შესახებ. დანიშვნა, ანუ ჯვრის გაცვლა, ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ცოლქმრულ ურთიერთობას. იგი იურიდიულ ძალას მოკლებული იყო და ამიტომ დანიშნული ქალის მოტაცება არ ითვლებოდა სისხლის სამართლის სერიოზულ დანაშაულად.

ამ და სხვა, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან თემებს გამომცემლობა "პალიტრა L-ის“ პროექტში იხილავთ, რომლის მსგავსი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა! 21 თებერვლიდან ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევრის ავტორობით, გამომცემლობა "პალიტრა L” საქართველოს ისტორიის 15-ტომეულს - "საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - გამოსცემს. სერიის წიგნები თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად იყიდება.

20 ივნისს კი მეხუთე ტომი გამოვა და გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში, მისი სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი.

მეხუთე ნაწილი 20 ივნისიდან ხელმისაწვდომი იქნება "ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით და პრესის გავრცელების წერტილებშიც. ასევე, გამოწერა შესაძლებელია საიტიდან www.palitraL.ge

15-ტომეულში გადმოცემული ამბები უძველესი დროიდან დაიწყება და უახლეს პერიოდამდე მოვა. ეს იქნება მართლაც საქართველოს პალიტრა, მთელი თავისი მრავალფეროვანი თემებით: მონებით ვაჭრობა, კვების, ჩაცმის, მედიცინის, ვაჭრობის, ზღვაოსნობის თუ ეპიდემიების ისტორია და საზოგადოებისთვის საინტერესო არაერთი მიმართულება.

მოამზადა თეა ინასარიძემ