ავტორი:

"ახლა ოლიგარქიამ შექმნა ზუსტად ის სიტუაცია, რაც იანუკოვიჩმა 2013 წელს. ორივე ხელისუფლების უკან მოჩანს პუტინის ყურები" - რას წერს სააკაშვილი

"ახლა ოლიგარქიამ შექმნა ზუსტად ის სიტუაცია, რაც იანუკოვიჩმა 2013 წელს. ორივე ხელისუფლების უკან მოჩანს პუტინის ყურები" - რას წერს სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა საქართველოში "ოლიგარქიამ შექმნა ზუსტად ის სიტუაცია", როგორიც - 2013 წელს უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩმა . როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მნიშვნელოვანია, რომ 20 ივნისს დაანონსებულ აქციაზე ბევრი ადამიანი შეიკრიბოს.

"ახლა ოლიგარქიამ შექმნა ზუსტად ის სიტუაცია, რაც იანუკოვიჩმა 2013 წელს. ორივე ხელისუფლების უკან მოჩანს პუტინის ყურები. დღეს უნდა დავამტკიცოთ, ვართ თავისუფლების ღირსი, თუ გავქრებით მსოფლიოს რუკიდან როგორც სახელმწიფო. ვისაც ჯერ კიდევ ხელისუფლების კეთილგონივრულობის იმედი აქვს, ღრმა შეცდომაშია შესული. და კიდევ ერთი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-ში ბევრნი ვიყოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ერთჯერადი გამოსვლით საბოლოო გამარჯვება არ მოიპოვება. დეოლიგარქიზაციისათვის საზოგადოების განგრძობადი აქტიურობაა აუცილებელი." - ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.