ავტორი:

"შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ ხელი შეუწყო რუსეთის შეჭრას უკრაინაში" - ყოფილი კანცლერის განცხადება და აღიარება: რა თქვა მერკელმა?

"შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ ხელი შეუწყო რუსეთის შეჭრას უკრაინაში" - ყოფილი კანცლერის განცხადება და აღიარება: რა თქვა მერკელმა?

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მისმა გადადგომამ შესაძლოა, გავლენა იქონია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მერკელმა გამოცემა RND-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ ხელი შეუწყო (რუსეთის შეჭრას), ისევე როგორც საფრანგეთში ჩატარებულმა არჩევნებმა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ და მინსკის შეთანხმებების შესრულების შეფერხებამ“, - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა.

მან აღიარა, რომ კანცლერის თანამდებობის დასასრულს სუსტად იყო.

"აშკარა იყო, რომ მე აღარ ვიქნებოდი თანამდებობაზე და ამიტომ უბრალოდ, უნდა ვთქვა, რომ გასული წლის განმავლობაში (კონფლიქტის მოგვარების) სხვადასხვა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო“, - დასძინა მერკელმა.

მანვე არ გამორიცხა, რომ მოგვიანებით შუამავლობაც იკისროს არსებულ კონფლიქტში.