ავტორი:

“დღეს ყველაფერზე მეტირება…” - ნანუკა გულუას ულამაზესი ქორწილი ქუთაისში: ცნობილი სტუმრები და ჯვრისწერა ბაგრატის ტაძარში (ფოტოები)

“დღეს ყველაფერზე მეტირება…” - ნანუკა გულუას ულამაზესი ქორწილი ქუთაისში: ცნობილი სტუმრები და ჯვრისწერა ბაგრატის ტაძარში (ფოტოები)

ნანუკა გულუას ქუთაისში დღეს ქორწილი აქვს. წყვილმა ბაგრატის ტაძარში ჯვარი უკვე დაიწერა. მართალია, კახა კაშიაზე სექტემბერში იქორწინა, მაგრამ როგორც ჩანს, პანდემიის გამო, ქორწილი ზაფხულისთვის გადადეს.

ნანუკასა და კახას წყვილი მალე ბავშვს ელოდება. დედოფალი თეთრ საქორწინო კაბაში ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. მეგობრების გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში კი ამბობს, რომ „დღეს ყველაფერზე ეტირება...“

საქორწინო მაყრიონი ქუთაისში ახალგახსნილ სასტუმროში გუშინ ჩავიდა. ფოტოებზე და ვიდეოებზე ჩანს, რომ სტუმრებს შორის არიან, ტელეწამყვანი ბახვა ბრეგვაძე, გადაცემა „ქალების“ პროდიუსერი დავით ლაბაძე, „ჩცდ“-ს მსახიობები სალომე შარვაძე, ნატა ბერეჟიანი, ვიკა კალანდია, ანა ჩირაძე მეუღლესთან ერთად და გრიშა კაკაჩიას როლის შემსრულებელი მსახიობი დავით კვირცხალია.

„​ერთადერთი ბედნიერება, რომელიც დამრჩა გამოსაცდელი, დედობაა… მადლობა ღმერთს, მალე არამიწიერ ბედნიერებას მაზიარებს…“ - ამბობდა მსახიობი მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ორსულად არის.