ავტორი:

დღის ფოტო: სიყვარული, რომელიც გაძლიერებს - ოლენა ზელენსკასა და ვოლოდიმირ ზელენსკის შთამბეჭდავი კადრი

დღის ფოტო: სიყვარული, რომელიც გაძლიერებს - ოლენა ზელენსკასა და ვოლოდიმირ ზელენსკის შთამბეჭდავი კადრი

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ქვეყანა ისტორიის ურთულეს ეტაპზეა. ასეთ დროს გარდა იმისა, რასაც მუდმივად ვხედავთ ტელევიზიებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებით, ყურადღებას იპყრობს ისიც, თუ როგორები არიან ომში ჩართული ადამიანები კამერებს მიღმა.

ერთ-ერთი ასეთი ფოტო, რომელიც კადრს მიღმა ცხოვრებას ასახავს, ბრიტანულმა გამოცემამ, "გარდიანმა" გამოაქვეყნა. მასზე უკრაინის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ურთიერთობაა აღბეჭდილი - "წამებში დაჭერილი კადრი", - წერენ ფოტოს შესახებ.

ფოტოს ავტორი ანტუან დე აგატაა, რომელმაც ცოლ-ქმრის რამდენიმეწამიანი ინტერაქცია ფირზე აღბეჭდა.