ავტორი:

ვინ არის ქართული წარმომავლობის ჩოგბურთელი, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობდა, ახლა კი "უიმბლდონზე" ქართული დროშით ითამაშებს

ვინ არის ქართული წარმომავლობის ჩოგბურთელი, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობდა, ახლა კი "უიმბლდონზე" ქართული დროშით ითამაშებს

ქართული წარმოშობის ჩოგბურთელმა, ნათელა ძალამიძემ შეიცვალა ქვეყანა, რომლის სახელითაც ის იასპარეზებს. 29 წლის ჩოგბურთელი "უიმბლდონის“ წყვილთა ტურნირზე საქართველოს დროშით ითამაშებს. აქამდე ის რუსეთს წარმოადგენდა.

  • ერთი თვის წინ ნათელა ძალამიძე "როლან გაროსზე“ რუსეთის სახელით ასპარეზობდა, სადაც ის კამილა რახიმოვასთან ერთად დუეტში გამოსვლისას პირველ წრეში დამარცხდა.

ცნობისთვის, ნათელა ძალამიძე მოსკოვში არის დაბადებული. ამ დროისთვის ქართული წარმოშობის სპორტსმენი მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში 44-ე პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის გამო „უიმბლდონის“ წლევანდელ გათამაშებაში რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს მონაწილეობა აეკრძალათ.