ავტორი:

სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბინაში გახრწნილი ხორცი იპოვეს - ფაქტზე დაწყებულია გამოძიება: რას აცხადებენ მეზობლები

სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბინაში გახრწნილი ხორცი იპოვეს - ფაქტზე დაწყებულია გამოძიება: რას აცხადებენ მეზობლები

სანზონაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში აღმოჩენილ გახრწნილ ხორცს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გახრწნილი ხორცის აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი დალუქულია, გახრწნილი ხორცი კი ექსპერტიზაზეა გადატანილი. არსებული ინფორმაციით, სანზონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბინაში გახრწნილი ხორცი იპოვეს. მეზობლების ცნობით, ბინის მეპატრონე 40 წლამდე ასაკის ექიმი-თერაპევტია, რომელმაც გამომძიებლებს თავდაპირველად კარი არ გაუღო და ბინაში შესვლა ძალისმიერი მეთოდით მოუწიათ.