ავტორი:

რა არის ახალი "აზოვსტალის" დატყვევებულ მებრძოლებზე?

რა არის ახალი "აზოვსტალის" დატყვევებულ მებრძოლებზე?

უკრაინის "აზოვის" ბატალიონის რამდენიმე მეთაური, რომელიც მარიუპოლში ჩაბარდა, მოსკოვის ლეფორტოვოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, - ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, "აზოვის" ბატალიონის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინსკი, რომლებიც მარიუპოლში ჩაბარდნენ, რუსეთში "გამოძიების მიზნით" გადაიყვანეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსებს „აზოვსტალში“ მებრძოლი 2 439-მდე უკრაინელი სამხედრო ჩაბარდა.